კორონვირუსის პანდემიამ მთელს მსოფლიოში ქაოსი მოიტანა. მაგრამ ეპიდემიასთან ბრძოლის გზებმა, ანუ გლობალურმა კარანტინმა, შესაძლოა, თავად დედამიწის მოძრაობა შეანელოს. ამის შესახებ სტატიას nature აქვეყნებს.
მეცნიერები, რომლებიც დედამიწის მოძრაობას სწავლობენ, დააფიქსირეს, რომ სეისმური ხმაური შემცირდა. ამის მიზეზი კი სავარაუდოდ სატრანსპორტო ცვლილებებია. დეტექტორებს ახლა უკვე უმცირესი ვიბრაციის დაფიქსირებაც შეუძლიათ.
სეისმური ხმაურის შემცირება ბრიუსელის სამეფო ობსერვატორიამ შენიშნა. სეისმოლოგის, ტომას ლეკოკის განცხადებით, ხმაურის ასეთი შემცირება მხოლოდ შობის დღეებში ხდება და ისიც მცირე ხნით.
ლეკოკის განცხადებით, ობსერვატორიის სეისმომეტრის მონაცემები აჩვენებს, რომ კორონავირუსუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ ბრიუსელში მიღებულმა ზომებმა ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული სეისმური ხმაური ერთი მესამედით შეამცირა. ამ ზომებშია დახურული სკოლები, რესტორნები, საჯარო ღონისძიებები და ყველა მოგზაურობის აკრძალვა.
„თუკი გლობალური კარანტინი მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა, ქალაქებში განთავსებულ დეტექტორებს მთელ მსოფლიოში, უჩვეულოდ კარგი შესაძლებლობა ექნებათ, რომ დააფიქსირონ მიწისძვრების წარმოქმნის ადგილი“, – აცხადებს ვაშინგტონის გაერთიანებული კვლევითი ინსტიტუტის სეისმოლოგი ენდი ფრასეტო.