LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწყენია, როდესაც ოპონენტები თავისი მიზნების მისაღწევად მოსახლეობის გამოყენებას ცდილობენ: ავთანდილ ცინცაძე

66
E69A3285

თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ავთანდილ ცინცაძემ დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში არსებული სივრცის ფეხბურთის ფედერაციისთვის გადაცემის თაობაზე ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა. ავთანდილ ცინცაძემ ოპოზიცია იაფფასიანი სპექტაკლის დადგმაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საწყენია, როდესაც ოპონენტები თავისი მიზნების მისაღწევად მოსახლეობის გამოყენებას ცდილობენ. როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა განმარტა, აღნიშნულ ადგილას ისედაც იყო მოედანი, ახლა კი უკეთესი მოედანი მოეწყობა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე, დიდი დიღმის მოსახლეობა ჯერ კიდევ 2017 წლიდან ითხოვდა რეკრეაციულ სივრცის, მოედნისა და აუზის მოწყობას. მათი მოთხოვნის შესაბამისად, დაიწყო მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა, რომლის მსგავსიც საქართველოში არ არსებობს. ამას გარდა, 8 ათას კვადრატულ მეტრზე რეკრეაციული სივრცე გაკეთდა. ხოლო იქ, სადაც ძველი მოედანი იყო შენდება ახალი, უეფას სტანდარტების შესაბამისი მოედანი, რომლის მშენებლობაში არც სახელმწიფო და არც მუნიციპალური ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ იხარჯება. ეს ყველაფერი უეფას გრანტით ხდება“- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ დიდ დიღომში ბავშვებს, რომლებიც სპორტის ამ სახეობას მისდევენ, არ აქვთ საფეხბურთო სტადიონი და სავარჯიშოდ სხვა უბნებში დადიან. მისივე თქმით, დიდი დიღომი სულ უფრო იზრდება და ვითარდება, ამიტომ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აუცილებელია.

ავთანდილ ცინცაძის თქმით, დიდ დიღომში ახალი რეკრეაციული სივრცის პროექტის განხორციელებაც დაწყებულია, რომელიც 14 000 კვადრატულ მეტრზე იქნება გაშენებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები