2017 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საწვავის იმპორტი საგრძნობლად გაიზარდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მარტში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 83,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 11,3 ათასი ტონით ანუ 15,6%-ით აღემატება თებერვლის თვის მაჩვენებელს.
მათივე ცნობით, მარტში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 50,9 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 32,7 ათასი ტონა.
რაც შეეხება იმპორტს ქვეყნების მიხედვით, 2017 წლის მარტში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან – 21,4 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 25,6%), რუსეთიდან – 19,8 ათასი ტონა (23,7%), ბულგარეთიდან – 18,6 ათასი ტონა (22,2%), თურქმენეთიდან – 12,8 ათასი ტონა (15,3%), აზერბაიჯანიდან 4,2 ათასი ტონა (5,0%), საბერძნეთიდან – 3,8 ათასი ტონა (4,5%), კვიპროსიდან – 1,4 ათასი ტონა (1,7%), დიდი ბრიტანეთიდან – 1,0 ათასი ტონა (1,2%), შვეიცარიიდან – 0,5 ათასი ტონა (0,6%), უკრაინიდან – 0,1 ათასი ტონა (0,1%).