ავტონაწილებისა და აქსესუარების იმპორტიორი კომპანია ”ამბოლი” მომხმარებელს საშემოდგომო აქციას სთავაზობს. 1-დან 20 ნოემბრის ჩათვლით, ის, ვინც ”ამბოლის” მაღაზიათა ქსელში შეიძენს კონკრეტულ პროდუქციას, ნებისმიერი 100 ლარის დანახარჯზე საჩუქრად მიიღებს 10 ლიტრ პრემიუმ ხარისხის საწვავს, 1000 ლარიან შენაძენზე 100 ლიტრს საწვავს და ა.შ
”გარდა ამისა, გვაქვს ძალიან საინტერესო აქცია BMW X5 -ისა და BMW X6-ის საბურავებზეც. მაგალითად, ვინც ამ მოდელების საბურავებს იყიდის ჩვენთან, ვგულისხმობთ 4-ივე საურავს, რაც დაახლოებით 2500 ლარი ჯდება, საჩუქრად გადაეცემა 250 ლიტრი პრემიუმ ხარისხის საწვავი”, – განმარტავენ ”ამბოლში”.
ცნობისთვის, კომპანია ქართულ ბაზარზე 2004 წლის 1 აგვისტოდანაა წარმოდგენილი. “ამბოლი ” დაკავებულია ავტონაწილებისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტის იმპორტითა და რეალიზაციით, როგორც საბითუმოდ, ასევე საცალოდ საკუთარი მაღაზიების ქსელის საშუალებით. ამ ეტაპზე ”ამბოლი” თბილისში 4 ფიალიალს ფლობს, გორსა და თელავში კი თითო-თითოს.