LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავი კვლავ გაძვირდა

235

საწვავის ფასი დღეს ბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურების ორ ქსელში – გალფსა და ლუკოილში გაიზარდა.

 

 

 

 

ლუკოილი

ლუკოილში ამ კვირაში ფასები უკვე მეორედ დაკორექტირდა. ამჯერად საშუალოდ, 5–6 თეთრით.

ამ ქსელში არ შეცვლილა მხოლოდ ევროსუპერის ფასი. მისი შეძენა კვლავ 2.35 ლარად შეგიძლიათ, პრემიუმ ავანგარდის 2.25–ად, ევრორეგულარის ფასი 2.05 თეთრია.

ხოლო ევროდიზელმა 5 თეთრით მოიმატა და 2.09 ლარი გახდა.

 

გალფი

გალფის ქსელში კი საწვავის ფასი ამ კვირაში პირველად გაიზარდა. დღეიდან G-Force პრემიუმის შეძენა 2.35 ლარადაა შესაძლებელი, G-Force ევრო რეგულარის 2.25 ლარად, 2.15 ლარი ღირს ევრო რეგულარი.

რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 6 თეთრითაა შეცვლილი. G-Force ევრო დიზელის ფასი 2.25 ლარია, ხოლო ევრო დიზელის 2.15.

გალფში არ შეცვლილა გაზის ფასი. მისი შეძენა კვლავ 1.45 ლარი ღირს.

 

ფასების ზრდა ამ კვირაში

დაახლოებით სამი დღის წინ გაძვირდა ბენზინის ფასები სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურებზე. ფასები ვისოლში, სოკარში და ლუკოილში კვირის დასაწყისში 5–10 თეთრამდე დაკორექტირდა.

 

ახალი წელი–ახალი ფასები

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. გადასახადის გაზრდის შემდეგ, ექსპერტები საწვავის ფასის 20–25 თეთრამდე მატებას ვარაუდობდნენ.

2017 წლის 1 იანვრიდან ბრენდირებულ სადგურებზე საწვავის ფასმა რამდენჯერმე მოიმატა, მათ შორის წინა კვირაშიც.

აქციზის გაძვირების შემდეგ პირველი კვირის შემდეგ, საწვავი დაახლოებით, 17–20 თეთრით გაიზარდა. დეკემბრის შემდეგ კი, 30–34 თეთრის ფარგლებში დაკორექტირდა.

აქციზის ზრდის გარდა, საწვავის ფასების ზრდაზე, როგორც ბენზინგასამართი სადგურების წარმომადგენლები აცხადებენ, დოლარის კურსის მერყეობა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ცვლილება განაპირობებს.

დეკემბრის შემდეგ დოლარი ლართან მიმართებით, 0.04 პუნქტით გაუფასურდა. ხოლო მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაახლოებით, 1 დოლარამდე გაძვირდა.

 

თამთა უთურგაშვილი

ფოტო: სოციალური ქსელიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები