LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწოლები მობილიზებულია, რომ “ომიკრონის” ტალღის მატებას, საჭიროების შემთხვევაში, სრული მზაობით დავხვდეთ: გაბუნია

71
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდშემთხვევების კლებასთან ერთად, ჰოსპიტლებში პაციენტების რაოდენობაც მცირდება.

ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებასა და საწოლფონდზე გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.

მან თავისუფალი საწოლების რაოდენობაზეც გაამახცვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 3 701 საწოლი მობილიზებული რჩება, იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, ომიკრონის ტალღის მატებას ჰოპსპიტალური სექტორი მომზადებული დახვდეს:

“შემთხვევების რაოდენობის კლებასთან ერთ, ჰოსპიტლებში პაციენტების რაოდენობა მცირდება. დილის მდგომარეობით, ჰოსპიტლებში 4 951 პაციენტია, აქედან რეანიმაციაში – 297, თავისუფალია – 3 701 საწოლი, რომელიც რჩება მობილიზებულ მდგომარეობაში, მცირე გამონაკლისების გარდა, რადგან თუ საჭიროება იქნა “ომიკრონის” ტალღის მატებასთან ერთად, იანვრის თვეში ჰოპსპიტალური სექტორი ამას სრული მზაობის პირობებში დახვდეს.” – განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიამ ქვეყანაში გამოვლენილ “ომიკრონის” შემთხვევებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის გამოვლენილია აღნიშნული შტამის 60-ზე მეტი შემთხვევა:

“ომიკრონის” 60-ზე მეტი შემთხვევაა დღეს იდენტიფიცირებული. მთავარი რისკი, რომელიც ამ შტამს უკავშირდება, არის მისი სწრაფი გავრცელება.” – თქვა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები