თბილისში დაკარგული ორი მოზარდი, ცოტნე გათენაშვილი და ნიკოლოზ ფარულავა, სავარაუდოდ, იპოვეს. ამის შესახებ „ფორტუნას“ ერთ-ერთი დაკარგულის დამ მარიამ გათენაშვილმა განუცხადა.
„სავარაუდოდ იპოვეს. ცოტა ხნის წინ დაგვირეკა გამომძიებელმა. ჯერ მოზარდები არ გვინახავს“, – განუცხადა „ფორტუნას“ მარიამ გათენაშვილმა
ცნობისათვის, ოჯახის წევრები მოზარდს გუშინდელი დღის შემდეგ ეძებდნენ. ძიების პროცესში ჩართული იყო პოლიციაც.
„ლურჯი ჟილეტი აცვია ნიკას, ცოტნეს შავი მოსაცმელი..“ – თბილისში ორ მოზარდს ეძებენ