LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით, 26 წლის ქალი გარდაიცვალა

ღუდუშაურის კლინიკა

სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით, 26 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალგაზრდა ქალს გრიპის ნიშნები კლინიკურად ჰქონდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სინჯი აღებული არ არის, დადასტურებულად შეუძლებელია ითქვას, რომ ის ე.წ. ღორის გრიპით არის გარდაცვლილი.

ამასთან, როგორც ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურში განაცხადეს, ახალგაზრდა ქალს რამდენიმე კვირის წინ სამშობიარო კლინიკაში „ბაიები“ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. კლინიკიდან გაწერის შემდეგ მან კვლავ მიმართა სამშობიაროს, საიდან ღუდუშაურის საავადმყოფოში გაწერეს.

„გაწერილი პაციენტი შემდეგ მიბრუნდა დამძიმებულ მდგომარეობაში, დაბალი ჰემოგლობინით და გამოკვლევებზე გამოუშვეს ღუდუშაურში. თუმცა, ძალიან მძიმედ იყო და სამწუხაროდ, შემოყვანიდან ძალიან მალე გარდაიცვალა. ჩვენს კლინიკაში არც იწვა, მიმღებში გარდაიცვალა“, – განაცხადეს ღუდუშაურის კლინიკაში.