LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სავარაუდოდ, განიხილება” – რუსეთის საგარეო “აზოვსტალის” მცველების რუს ტყვეებში გაცვლაზე

72
Untitled design (12)

რუსული მხარე აცხადებს, რომ “აზოვსტალიდან” გაყვანილი უკრაინელი სამხედროების რუსულ ტყვეებში გაცვლაზე მოლაპარაკებები შესაძლებელია.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ დღეს განაცხადა.

როგორც რუდენკო აცხადებს, ყველა იმ ვერსიის განხილვა შეიძლება, რომელიც საღ აზრს არ არის მოკლებული:

“მე ვაღიარებ ნებისმიერ შესაძლებლობას, რომელიც საღ აზრს არ ეწინააღმდეგება”, – თქვა და აქვე აღნიშნა, რომ ეს საკითხი მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდება:

“ეს არ შედის ჩემს კომპეტენციაში, მაგრამ, ალბათ, ეს სადღაც განიხილება”, – თქვა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, მარიუპოლში მდებარე “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიიდან, “აზოვის” პოლკის წარმომადგენლები ევაკუაციის ფარგლებში დაჭრილ მებრძოლებთან ერთად გამოიყვანეს.

ისინი უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს. შეთანხმებით, გადაუდებელ სამედიცინო დახმარების შემდეგ, ტყვეების გაცვლის პროგრამით, სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში