LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალუტო ჯიხურების გახსნის თარიღი ისევ უცნობია

195
057184

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ჯერჯერობით არ იცის, როდის გაიხსნება სავალუტო ჯიხურები. მისი თქმით, შესაბამის გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა იღებს.

“ეროვნული ბანკი არ იღებს გადაწყვეტილებას ეკონომიკის რომელიმე სფეროს და მათ შორის სავალუტო ჯიხურების გახსნის, ან დახურვის შესახებ. ეს გადაწყვეტილებები არის მიღებული იმ ჩარჩოში, რომელიც COVID-19-თან გამკლავებას ეხება. ეს გადაწყვეტილება მიიღება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით”, – აღნიშნა გვენეტაძემ და დასძინა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია, როგორც ამ სექტორთან, ისე ხელისუფლებასთან.

„როგორც კი სიახლე გვექნება, გავაცნობთ მას მოსახლეობას”, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, საქართველოში სავალუტო ჯიხურების საქმიანობა 31 მარტიდან შეიზღუდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები