LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნება

95
238318178

ვალუტის გადამცვლელი პუნქტები 31 მარტს შეჩერებულ საქმიანობას, 8 ივნისიდან განაახლებენ. ამის შესახებ სავალუტო ჯიხურების ასოციაციის ხელმძღვანელი ვახტანგ გრიგალაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ამ დროისათვის COVID-19-ის პრევენციისთვის სავალუტო ჯიხურების საქმიანობის განმსაზღვრელი კრიტერიუმები გაწერილი არ არის, თუმცა ეს ობიექტები იგივე წესებით იმუშავებს, როგორც საფინანსო ორგანიზაციები, რადგან ფულის გადაცვლის ოპერაციებს ასრულებენ.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით საქმიანობა 800-მდე ვალუტის გადამცვლელ პუნქტს აქვს შეჩერებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები