LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალუტო ფონდი მთელი რეგიონისათვის მისაბაძ მაგალითად ასახელებს საქართველოს და ქართულ რეფორმებს – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

61
1624354807-მიხეილ-დუნდუა-ფინანსთა-მინისტრის-მოადგილე-e1624354819568

თითქმის ყოველწლიურად საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს რეგიონში მისაბაძ მაგალითად აფასებს და ამას თავის ანგარიშებში ასახავს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, სადაც საუბარია საქართველოში განხორცილებული რესტრუქტურიზაციის ჰიბრიდულ რეფორმაზე.

მინისტრის მოადგილის თქმით, კოვიდპანდემიის ფონზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეგიონში არსებულ ვითარებას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა პრობლემური, ვალაუვალი ფირმების მხარდაჭერა და მათი რესტრუქტურიზაცია.

„საქართველოში განხორციელებული რესტრუქტურიზაციის ჰიბრიდული რეფორმა წარმატების ნიმუშად, მისაბაძ მაგალითად არის მოყვანილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში. აუცილებელია ინვესტორებს მიეცეთ საშუალება, რომ შეძლონ პრობლემური კომპანიებისათვის კაპიტალის მოწოდება და რეგულაციების ჩარჩოს მოწესრიგება ისე, რომ შესაძლებელი იყოს მოვალეებსა და კრედიტორებს შორის ურთიერთობების დამყარება რესტრუქტურიზაციის თვალსაზრისით,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სავალუტო ფონდი მთელი რეგიონისათვის მისაბაძ მაგალითად ასახელებს საქართველოს და ქართულ რეფორმებს, ორი წლის წინ 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანალოგიურ ანგარიშში საქართველოს, როგორც ფისკალური, ასევე, საგადასახადო პოლიტიკა შეფასებული იყო, როგორც მისაბაძი მაგალითი მთელი რეგიონისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები