LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავაჭრო ცენტრები კომენდანტის საათის უფრო გვიან დაწყებას ითხოვენ

972
2EE645E0-1709-4BFE-BF58-A21F568F1838-w1200-r1

სავაჭრო სექტორი მთავრობას მთავრობას კომენდანტის 1 საათით გვიან დაწყებას სთხოვს. როგორც საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ყარალაშვილი აცხადებს, სავაჭრო ცენტრების გახსნის თარიღი გადაწყვეტილია, თუმცა რიგი საორგანიზაციო საკითხები მოუგვარებელია.

„კრიტიკულია, რომ იმ 250 000 ადამიანს, რომელიც 1 თებერვლიდან სამსახურში უნდა გავიდეს, ჰქონდეს ტრანსპორტით გადაადგილების საშუალება. ასევე, ჩვენი მოთხოვნა კომენდანტის საათის დაწყების გახანგრძლივება იყო, რომ 21:00-ის ნაცვლად 22:00 საათზე დაიწყოს. საბოლოო ჯამში, ყველა ჩვენი ბიზნესი ერთმანეთთან ჯაჭვურად არის გადაბმული და იმედი გვაქვს, ბიზნესების ეტაპობრივად, საქმიანად გახსნის საშუალება მოგვეცემა და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდება ის 250 000 ადამიანი, რომელიც ამ სექტორებშია დასაქმებული“, – აღნიშნა ლევან ყარალაშვილმა.

„ქვეყანა მთლიანი დაღუპვის ზღვარზე დგას“ - ბიზნესი ყველა დარგის ამუშავებას ითხოვს

6 ინიციატივა, რასაც რამდენიმე ბიზნესასოციაცია მთავრობას კრიზისის დასაძლევად სთავაზობს

შეგახსენებთ, ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან 1 თებერვლიდან შეზღუდვების კიდევ ერთხელ გახანგრძლივების საფრთხეს ხედავს და მთავრობას კერძო სექტორის ამოქმედებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადებით და კრიზისის დაძლევის 6 პუნქტიანი გეგმით, რამდენიმე ბიზნესასოციაციამ ხელისუფლებას გუშინ მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები