LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

125
ff08fc2f-7a1f-4803-9852-824ce6497374-640

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ბოლო მონაცემებით სულ 49 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 38 კოვიდინფიცირებულია.

ინფორმაციას ამის შესახებ კლინიკის ადმინისტრაცია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს. აქვე განმარტებულია, რომ აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში ორი პაციენტი რჩება, ხოლო დანარჩენი, თერაპიული მიმართულებით განაგრძობენ მკურნალობას. საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს კიდევ ერთი პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

“ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 49 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 38 პაციენტი.

რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 2 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 40 პაციენტი

გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი” – წერია კლინიკის გვერდზე მოცემულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები