LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

91
1586160525436158

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაცია ახალ მონაცემებს ავრცელებს: კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან კიდევ ერთმა დაამარცხა ვირუსი.

ამ დროისათვის კლინიკაში სულ 63 პაციენტია, მათ შორის COVID-19-ით 50 ინფიცირებულია. რეანიმაციულ განყოფილებაში 3 პაციენტი იმყოფება.

“12 მაისის მონაცემებით ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 63 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 50 პაციენტი.
რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 3 პაციენტი.
თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 54 პაციენტი.
გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი” – წერია კლინიკის ფეისბუქ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები