პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეის მონაცემებით სულ 72 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 61 კოვიდინფიცირებულია. სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციაში შესაბამის მკურნალობას 4 ინფიცირებული გადის, ხოლო დანარჩენი პაციენტები თერაპიულ განყოფილებაში იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ კლინიკის ადმინისტრაცია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კლინიკაში კიდე 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავთ.
“6 მაისის მონაცემებით თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ მოთავსებულია 72 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 61 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 4 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 63 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი” – წერია კლინიკის გვრედზე მოცემულ ინფორმაციაში.
ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ლევან რატიანი მოგვიანებით, დილის ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრებს.
610 ინფიცირებული: საქართველოში კორონავირუსი უკვე 269 ადამიანმა დაამარცხა
შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის საქართველოში 610 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 269 პაციენტი გამოჯანმრთელდა.