LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი პაციენტი გარდაიცვალა

117
koronavirus-ead9a47b737a16b73c1a7fefa8ebc3b4-view-article (3)

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საავადმყოფოს ადმინისტაცია საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

კლინიკაში ამ დროისათვის სულ 57 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 39 ინფიცირებულია. კლინიკაში დღეს 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

“13 მაისის მონაცემებით ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 57 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 39 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 2 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 46 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი. გარდაიცვალა 1 პაციენტი” – წერია კლინიკის გვერდზე.

საქართველოში კორონავირუსით უკვე მე-12 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეც. ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილი 81 წლის ქალია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 383 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები