პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გვერდი დღევანდელ მონაცემებს ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ამ დროის მონაცემებით კლინიკაში 67 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მოცემული მონაცემების მიხედვით, რეანიმაციაში 5 პაციენტია მოთავსებული.
“5 მაისის მონაცემებით თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ მოთავსებულია 79 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 67 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 5 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 69 პაციენტი” – წერია კლინიკის გვერდზე.
სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი მოგვიანებით დილის ტრადიციულ ბრიფინგს გამართავს, სადაც ლევან რატიანი უფრო ვრცლად ისაუბრებს დაინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.