LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 პაციენტი კვლავ რეანიმაციაში რჩება

99
c4411f2cf49f06f52c2868afe541af66

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, დღეის მონაცემებით, 4 კოვიდინფიცირებული პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ამ დროისათვის კლინიკაში სულ 75 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 60 კორონავირუსით ინფიცირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია ავრცელებს.

“8 მაისის მონაცემებით თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ მოთავსებულია 75 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 60 პაციენტი.
რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 4 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 66 პაციენტი” – წერია კლინიკის ფეისბუქ გვერდზე.