LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკუნის პროცესი – „ციანიდის საქმე“ მოვიგე…ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ მქონია: გიორგი მამალაძის ადვოკატი

1175
Untitled design (1)

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი დავით ჯანდიერი სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც საქართველოს მთავრობას დეკანოზი მამალაძისთვის 9 418 ლარის გადახდა დააკისრა.

როგორც დავით ჯანდიერი სოციალურ ქსელში წერს, „ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ ჰქონია“.

ადვოკატი გიორგი მამალაძესთან შეხვედრას გეგმავს და პირველ კომენტარს 15 საათზე გააკეთებს.

„ბევრი რომ არ გავაგრძელო საუკუნის პროცესი – ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე. სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება. სამიდან ორი საკითხი დამიკმაყოფილა. პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა და შესაბამისად დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის (6.1. და 6.2)დარღვევა.

როგორც იურისტმა ამ ურთულეს საქმეზე მუშაობის ძალიან რთული ოთხი წელი გავიარე მარტო. ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ მქონია.

პირველი კომენტარს გავაკეთებ დაახლოებით 15:00-ზე, გლდანის N18 დაწესებულებაში შესვლისას, სადაც შევხვდები გიორგი მამალაძეს. რა თქმა უნდა გამოსვლის შემდეგაც და ყველა ეთერში მივალ. ეს წლები საქმის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაკეთებდი კომენტარებს, ამას მოითხოვდა საქმის ინტერესები.

დიდი გამარჯვებაა! მადლობა ყველას

პ.ს. დარვევა დადგინდა დახურული სასამართლო განხილვების გამო, ასევე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევია გამო. არ დადგინდა მტკიცებულებების მოპოვების და გამოყენების ნაწილში“, – წერს დავით ჯანდიერი.

ბევრი რომ არ გავაგრძელო საუკუნის პროცესი – ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე. სასამართლომ რამდენიმე წუთის…

Posted by David Jandieri on Thursday, November 3, 2022

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. სამივე ინსტანციის სასამართლომ ის შურისძიების მოტივით „ციანიდის“ გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში ცნეს დამნაშავედ და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მას 5 წელი უკვე მოხდილი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები