საქართველოში ქართული და უცხოური წვენების უპრეცედენტო მასშტაბის ბრმა დეგუსტაცია გაიმართა.
როგორც ”ფორტუნას” ღონისძიების ორგანიზატორ მოძრაობა KAR.GE-დან აცნობეს, 6 არომატის (ატამი, ალუბალი, ვაშლი, ბროწეული, ფორთოხალი, მულტიფრუქტი) 8 ბრენდის (ბრავო, კამპა, მია სემია, რაუხი, სადაჩოკი, სანდორა, სანტალი, ჩვენი) 29 დასახელების ქართული და უცხოური წვენები 50-მდე მოწვეულმა დეგუსტატორმა, ბრმა დეგუსტაციის მეთოდით შეაფასა. შედეგები ადგილზე გაანალიზდა და გამოცხადა ღონისძიების დასრულებისთანავე.
მონაწილე და გამარჯვებული წვენის ბრენდები:
პრემიუმ სეგმენტი:
1. პრემიუმ სეგმენტის ატმის წვენები. 4 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა
(რაუხი, სანდორა, სანტალი, კამპა). პირველი ადგილის მფლობელი და
გამარჯვებულია ”სანდორა” ატამი;
2. პრემიუმ სეგმენტის ალუბლის წვენები. 4 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა
(რაუხი, სანტალი, სანდორა, კამპა). პირველი ადგილის მფლობელი და
გამარჯვებულია ”სანდორა” ალუბალი;
3. პრემიუმ სეგმენტის ვაშლის წვენები. 4 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა
(რაუხი, სანდორა, სანტალი, კამპა). პირველი ადგილის მფლობელი და
გამარჯვებულია ”კამპა” ვაშლი;
4. პრემიუმ სეგმენტის ბროწეულის წვენები. 3 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა
(სანდორა, სანტალი, კამპა). პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია
”კამპა” ბროწეული;
5. პრემიუმ სეგმენტის ფორთოხლის წვენები. 4 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია
ჩატარდა (რაუხი, სანდორა, სანტალი, კამპა). პირველი ადგილის მფლობელი და
გამარჯვებულია ”სანდორა” ფორთოხალი;
საბიუჯეტო სეგმენტი:
6. საბიუჯეტო სეგმენტის ატმის ნექტარები. 3 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა
(სადაჩოკი, ჩვენი,რაუხი). პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია
”ჩვენი” ატამი;
7. საბიუჯეტო სეგმენტის მულტიფრუქტის ნექტარები. 3 ბრენდის ბრმა
დეგუსტაცია ჩატარდა (სადაჩოკი, ჩვენი, მაია სემია). პირველი ადგილის
მფლობელი და გამარჯვებულია ”ჩვენი” მულტიფრუქტი;
8. საბიუჯეტო სეგმენტის ფორთოხლის ნექტარები. 4 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია
ჩატარდა (ჩვენი, სადაჩოკი, მაია სემია, რაუხი). პირველი ადგილის მფლობელი
და გამარჯვებულია ”ჩვენი” ფორთოხალი;
როგორც KAR.GE-ში განაცხადეს, საერთო ჯამში, ბრმა დეგუსტაციის 8 რაუნდიდან 5-ში ქართულმა ბრენდებმა გაიმარჯვეს, 3-ში კი – უცხოურმა.
ბრმა დეგუსტაციების პროექტი მოძრაობა KAR.GE-ს ახალი ინიციატივაა, რომელი 2016
წლის თებერვალში დაანონსდა. ხანგრძლივვადიანი მოსამზადებელი სამუშაოების
შემდეგ დაინიშნა პირველი – ქართული და უცხოური წვენების ბრმა დეგუსტაცია,
რომელიც 29 ნოემბერს ჩატარდა.