LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო ტურისტული დანიშნულებები მარტო მოგზაური ქალბატონებისთვის

125
Costa_Rica_Pacific_Coast_Road_Trip_Manuel_Antonio_National_Park2-1024x768

მარტო მოგზაურობა შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს. მნიშვნელობა არ აქვს თქვენსავე ქვეყანაში მეზობელი ქალაქისკენ მიემართებით, თუ დედამიწის მეორე ბოლოსკენ მიდიხართ, ბევრი საკითხია დამაფიქრებელი – დაწყებული მარტო სადილობიდან, ისეთი სერიოზული თემით დასრულებული როგორიცაა უსაფრთხოება.

თუმცა, მიუხედავად ნერვიულობისა თუ გაურკვევლობისა, მარტო მოგზაურობა შესაძლოა დაუვიწყარი გამოცდილება იყოს და ამ გამოცდილების მისაღებად სწორი დანიშნულების არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია.

  1. ისლანდია
    რეიკიავიკის ულამაზესი ქუჩები, ჩრდილოეთის ნათება და საინტერესო მარშრუტები ავტომოყვარულებისთვის – სოლო მოგზაურებს შეუძლიათ დაუვიწყარი ტური დაგეგმონ და თან თავი მაქსიმალურად უსაფრთხოდაც იგრძნონ. ქვეყანა ეკონომიკის თვალსაზრისით თუ უსაფრთხოების სტანდარტებით ყველა რეიტინგში პირველ პოზიციას იკავებს.
  2. ბარსელონა, ესპანეთი
    ბარსელონა არის ქალაქი საბოდიალოდ და ნაკლებად სავარაუდოა დაიკარგოთ, თუკი თან რაიმე სახის რუკას იქონიებთ. გაუდის ქალაქში შეგიძლიათ ლა რამბლაზე გაისეირნოთ, ნახოთ ულამაზესი პლაჟები და გაუდის პარკიც მოინახულოთ.. ბარსელონაში გემრიელად წახემსების შანსებიც ძალიან მაღალია.
  3. მიუნხენი, გერმანია
    მხიარული გერმანული მენტალიტეტი ამ ბავარიულ ქალაქში ყველაზე მეტად იგრძნობა. ტურისტები თუ ადგილობრივები მიუნხენში მიმოფანტულ ბარებში ერთად ერთობიან. მიუხედავად იმისა, რომ ოქტობერფესტი შემოდგომაზე იმართება, მიუნხენის ლუდსახარშებში სადღესასწაულო ატმოსფერო მთელი წელი ნარჩუნდება.
  4. დუბროვნიკი, ხორვატია
    ხორვატიის როგორც ტურისტული დანიშნულების პოპულარობის ზრდამ, ქვეყანაში მოგზაურობა ბევრად გაამარტივა. ამ მიმართულების მიმზიდველობას ზრდის ის ფაქტიც რომ დანაშაულის მაჩვენებელიც ძალიან დაბალია. ოკეანისპირა შუა საუკუნეების ქალაქი დუბროვნიკი კი ისტორიის, კულტურის და ულამაზესი პლაჟების მიქსს წარმოადგენს.
  5. ზალცბურგი, ავსტრია
    მოცარტის მშობლიურ ქალაქს განსაკუთრებული მიმზიდველობა აქვს. მირაბელის ბაღებსა და ნონბერგის სააბატოში გასეირნების შემდეგ მიირთვით გემრიელი ყავა და საღამო უგემრიელესი ღვინით დააგვირგვინეთ.
    გაითვალისწინეთ ისიც, რომ მთელი ქალაქი ფეხით გასავლელია, ზალცბურგი არის ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ველო-მეგობრული დასახლება.
  6. კოპენჰაგენი, დანია
    დანიურ ქალაქში მრავლადაა ცენტრში მდებარე სასტუმროები, რომელიც დამსვენებლებს ერთადგილიან ოთახებს სთავაზობს. ქალაქში უამრავი ღირსშესანიშნაობაა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დანიის კულტურა აფასებს საზოგადოებრივი სადილის მნიშვნელობას, მარტოხელა მოგზაურები თავს მარტოდ არასდროს იგრძნობენ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები