მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო თითქოს გაჩერებულია, ტუნინგ-ატელიეები მუშაობას არ წყვეტენ და აპრილის თვეც ტრადიციულად ძალინ ნაყოფიერი გამოვიდა.
ავტოჟურნალისტებმა უამრავი საინტერესო მოდელი ნახეს და ყველაზე გამორჩეულები ერთ ფოტორეპორტაჟში გააერთიანეს.
აპრილის გამოცემაში მოხვდა „ველური“ Volkswagen Golf GTI, რომელიც უბრალო ჩანახატიდან რეალურ ავტომობილად აქციეს. სიაშია ასევე ძალიან ნელი Brabus, რომელსაც ლამის მოპედიც კი უსწრებდა, კროსოვერად ქცეული Porsche 911, 1000-ძალის პიკაპი და ძალიან ძლიერი ჰიპერქარი McLaren Senna.