ბლოგერი ნანა აროშიძე, რომელსაც მოგზაურობამ სიყვარული, ილო ლობჟანიძე აპოვნინა და რაჭაში გადავიდა საცხოვრებლად, მორიგ სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.
ბათო, მთვარისა და მაისო ბლოგერს არ აძლევენ ჩაფიქრებული ვიდეოს გადაღების საშუალებას, თუმცა კადრები სახალისო გამოდის და მაყურებელი მისი ნახვისას არ მოიწყენს.
„ხანდახან ვნერვიულობ ხოლმე, როცა სერიოზულ თემაზე შემომდის ვიდეოს შეკვეთა. მეთქი, როგორ გადავიღო ახლა ეს ისე ცოცხლად, რომ მომისმინონ, არ მოსწყინდეთ, ყურებადი იყოს.. დავიწყებ გადაღებას და აქედან ბათო გადმოხტება, ან მთვარისა, ან მაისო მომეფერება და ისეთი სახალისო გამოდის ხოლმე პროცესიც და ვიდეოც, ვიცი, თქვენც გესიამოვნებათ ნახვა.
საუკეთესო თანამშრომლები (დამხმარეები) მყვანან, არა“? – წერს ნანა სოციალურ ქსელში.