LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო ქვეყნები დეკემბრის შვებულებისთვის

90

საახალწლო, საშობაო, თოვლიანი დეკემბერი – ერთი დიდი დღესასწაულია, რადგან  ზღაპრული ატმოსფერო ყველგან და ყველაფერში იგრძნობა, თუმცა, მაინც არის რამდენიმე ადგილი, სადაც განსაკუთრებით სასიამოვნოა სადღესასწაულო დეკემბრის გატარება.

 გოა, ინდოეთი

დეკემბრი გოაზე წვეულებების თვეა. მართალია, ძალიან ცხელა, მაგრამ ბარები მაინც სადღესასწაულოდ განწყობილი ტურისტებითა და ადგილობრივებითაა გადატვირთული. რა თქმა უნდა, შობა მთელ ინდოეთში აღინიშნება, თუმცა ტურისტების წყალობით გოაზე დღესასწაული გრანდიოზულ სანახაობას ემსგავსება გირლანდებით მორთული პალმებით, სანტას წითელი ქუდებითა და ულამაზესი ფეიერვერკებით.

კამბოჯა და ლაოსი

დეკემბრის თვეში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ერთის მხრივ, ლაოსის უძველესი კოლონიალური ქალაქების ნახვა, მეორეს მხრივ კი, მშვენივრად გართობა შეიძლება ტურისტებით სავსე ბარებსა და რესტორნებში. მართალია, თუ კარგ სასტუმროში გსურთ დაბინავება, თადარიგი რამდენიმე თვით ადრე უნდა დაიჭიროთ,

მაგრამ არც სპონტანური ტურიზმის მოყვარულები დარჩებიან იმედგაცრუებული, რადგან კამბოჯაში ყოველთვის შეიძლება პატარ სახლში ოთახის ქირაობა.

პრაღა, ჩეხეთი

დათოვლილი პრაღა – მართლაც არაჩვეულებრივია, რადგან ვიწრო ქუჩები, სადღესასწაულოდ მორთული უძველესი ციხე-სიმაგრეები და არომატული საშობაო ბაზრობა თავისი ცხელი გლიტვეინით, მართლაც ზღაპრულ ატმოსფეროს ქმნიან. თუმცა, ზამთარში პრაღაში ძალიან ცივა, ამიტომ ორიგინალურად დეკორირებული მყუდრო რესტორნებიც ყოველთვის სავსეა სტუმრებით.

ბერლინი, გერმანია

რა თქმა უნდა, ბერლინი წელიწადის ნებისმიერ სეზონზე მშვენიერია, რადგან ზაფხულში მრავარიცხოვანი საგამოფენო დარბაზებითა და არტ-ღონისძიებებით მდიდარი ქალაქი, ზამთარში წვეულებების მოწყობის იდეალურ ადგილად იქცევა. განსაკუთრებით საინტერესოა ღამის კლუბებისა და ბარების მონახულება, სადაც გემოვნებიან მუსიკასაც მოუსმენთ და საინტერესო პუბლიკასაც შეხვდებით.

ცერმატი, შვეიცარია

პატარა სოფელი იტალიის საზღვართან იდეალური ადგილია არდადეგებისთვის – უზარმაზარ დათოვლილ მთებში ჩაძირული პატარა, მყუდრო სახლები და ფერადი გირლიანდებით მორთული ნაძვები, მათთვისაა, ვისაც საშობაო ზღაპრის და საოცრების სჯერა.

დუბაი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები

დუბაიში დეკემბრის თვე ყოველთვის მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა დატვირთული – რაგბის ჩემპიონატი და კინოფესტივალი, მუსიკალური საღამოები და წინა საშობაო ბაზრობა აქტიური დასვენების მოყვარულთათვისაა, რომელთაც აუცილებლად გაახარებთ სვაროვსკის კრისტალებით მორთული უზარმაზარი ნაძვის ხე.

პოლარული წრე

რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ პოლუსის მონახულება ყველაზე მართებული ზამთარში, წინა სადღესასწაულო დღეებშია, როცა ჩრდილოეთის ნათება თითქოს ფერებით თამაშობს, პოლარული წრის ულამაზესი ქათქათა თეთრი პეიზაჟები კი, ზღაპრული იდუმალებითაა მოცული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები