მსოფლიოში საუკეთესო 10 ქვეყნიდან 7 ევროკავშირის ტერიტორიაზეა.
საუკეთესოთა შორის პირველი სამი ადგილი შვეიცარიამ, დანიამ და გერმანიამ დაიკავეს.
ნიდერლანდები, ფინეთი და საფრანგეთი – მე–5, მე–6 და მე–7 პოზიციებზე გადანაწილდნენ.
მე–9 ადგილი ესპანეთს ხვდა წილად.
პირველ ათეულში მოხვდნენ ასევე კანადა, დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია.
„კარგი ქვეყნების ინდექსის“ შედგენისას სპეციალისტები სხვა კრიტერიუმებთან ერთად ითვალისწინებენ იმასაც, თუ რა გავლენა იქონია ამა თუ იმ ქვეყანამ კაცობრიობის განვითარებაზე.
მთავარი კრიტერიუმები კი ასე გამოიყურება – მეცნიერება და ტექნოლოგია, კულტურა, ჯანდაცვა, საერთაშორისო უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, თანაბარუფლებიანობა, ასევე ჰუმანიტარული სფერო. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში სულ 149 ქვეყანა მოხვდა.