ლოს-ანჯელესის “დოლბის” თეატრში “ოსკარების” დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. ამჯერად “საუკეთესო მსახიობი მამაკაცი” გამოვლინდა და ეს წოდება კეისი აფლეკმა მიიღო ფილმით “მანჩესტერი ზღვასთან”.
აღნიშნულ კატეგორიაში მისი მთავარი კონკურენტები იყვნენ: რაიან გოსლინგი, „ლა ლა ლენდი“, ენდრიუ გარფილდი, „სინდისის ქენჯნა“, ვიგო მორტენსენი, „კაპიტანი ფანტასტიკა“, დენზელ ვაშინგტონი, „წინაღობები“.
სამადლობელ სიტყვაში კეისიმ მადლობა დენზელ ვაშინგტონს გადაუხადა და განაცხადა, რომ მსახიობობა სწორედ მისგან ისწავლა.