LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო მოხალისე პატრულის წოდება ამერიკელ ბებოს გადაეცა

230
6108e5037c2fc4511ef02086dc58f66fa23038df

მონტანას შტატში მცხოვრებმა მისის ბაუმგარტნერმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი უბანი მაქსიმალურად უსაფრთხო გაეხადა. ამიტომ გზის პირას ფენით მოკალათდა და კანონდამრღვევ მძღოლებს ასე აშინებს.

იანვრის თვიდან ივლისამდე მონტანას შტატში ჩქაროსნული რეჟიმის გადაჭარბების გამო 92 ადამიანი დაიღუპა. მოყვარულ მრბოლელებთან საბრძოლველად პოლიცია მრავალ მეთოდს იყენებს, მათ შორის ჭკვიან კამერებს, ან უბრალოდ მათ მულაჟებს. ერთ-ერთი პატარა დასახლების წარმომადგენელმა ბებიამ კი გადაწყვიტა ამ ბრძოლაში თავისი წვლილი შეეტანა, ამიტომ ფენით შეიარაღდა და ტრასის პირას მოკალათდა.

როგორც ქალბატონი აცხადებს, ეს ტრიუკი ნამდვილად ამართლებს. მძღოლებს ფენი რადარი გონიათ, ამიტომ სიჩქარეს მაქსიმალურად უკლებენ. ამერიკელის ინიციატივა ადგილობრივ პოლიციას ძალიან მოეწონა, ამიტომ გაწეული ღვაწლისთვის მისის ბაუმგარტნერს პოლიციის ფორმა აჩუქეს და საპატიო პატრულის წოდებაც მიანიჭეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები