ჟურნალმა France Football-მა მსოფლიოს საუკეთესო მეკარის პრიზის ნომინანტები დაასახელა. ლევ იაშინის სახელობის (Yachine Trophy) პრიზის მოსაპოვებლად წელს იბრძლებენ:
ალისონი (ლივერპული), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ედერსონი (სიტი), ანდრე ონანა (აიაქსი), ვოიჩეხ შჩესნი (იუვენტუსი), იან ობლაკი (ატლეტიკო), კეპა არისაბალაგა (ჩელსი), სამირ ჰანდანოვიჩი (ინტერი), უგო ლორისი (ტოტენჰემი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა).
ლევ იაშინი ერთადერთი მეკარეა ისტორიაში, რომელსაც „ოქროს ბურთი“ მოუგია.
France Football-მა 21 წლამდე ასაკის საუკეთესო მოთამაშის პრეტენდენტებიც ჩამოთვალა.
პირველ ხუთეულში მოხვდნენ:
ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო), ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი), მოიზე კინი (ევერტონი), სამუელ ჩუკვუეზე (ვილიარეალი), ლი კან ინი (ვალენსია), მატიის დე ლიხტი (იუვენტუსი), ვინისიუსი (რეალი), კაი ჰავერცი (ლევერკუზენი), მატეო გენდუზი (არსენალი), ანდრეი ლუნინი (ვალიადოლიდი).
რონალდო და მესი „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტებში არიან, ნეიმარი და მოდრიჩი არა
ჟურნალმა „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტი 20 ქალიც დაასახელა.
ჯილდოების ჩამორიგება 2 დეკემბერს მოხდება პარიზში, შატლეს თეატრში.