LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო მათემატიკური პროექტების ავტორები გამოვლინდნენ

180

საქართველოში უკვე მეორედ მათემატიკის ფესტივალი ჩატარდა. 2017 წლის მათემატიკის ფესტივალზე 45-მდე საჯარო და კერძო სკოლა დარეგისტრირდა. ასევე მაღალი იყო რეგიონების აქტიურობაც. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მათემატიკის თემაზე შექმნილი სხვადასხვა კრეატიული პროექტი. მათ შორის: მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, მინი სპექტაკლები, ფლეშმობი და მათემატიკური თეორემების ვიზუალიზაციები.

როგორც ”ფორტუნას” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალის შედეგად, გამოვლინდა პროექტების კონკურსის გამარჯვებული.

”კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი პროექტების ხმის მიცემა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხმების უბრალესობით გამარჯვებულად სკოლა „ქორალის“ გუნდი დასახელდა. მეორე ადგილზე საჩხერის – N1 საჯარო სკოლა, ხოლო მესამეზე – ქუთაისის N23 საჯარო სკოლა გავიდა. ასევე ჩატარდება π-ს რიცხვის დამახსოვრების შეჯიბრი. მოიხსნა გასული წლის რეკორდი და წელს კონკურსანტმა 201 რიცხვის დამახსოვრება შეძლო. ამასთან მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ჭადრაკის ჩემპიონატშიც”, – აღნიშნეს ორგანიზატორებმა.

მათივე ცნობით, ფესტივალის მიზანია მოსწავლეების კრეატიული იდეების წახალისება და მათი მოტივაციის ამაღლება, მათემატიკის პოპულარაზაცია და საზოგადოებისთვის სკოლების წარდგენა.

ღონისძიება 14 მარტს ჩატარდა და ის ალბერტ აინშტაინის, „ევერესტისა“ და მათემატიკური სიმბოლო – π-ს საერთაშორისო დღეს დაემთხვა. ფესტივალი საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ გახსნა.

მსოფლიოში პირველად π-ს საერთაშორისო დღე 1987 წელს სან-ფრანცისკოს ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმში აღინიშნა და ამის შემდეგ ყოველწლიური გახდა. საქართველო ამ ტრადიციას „ევერესტის“ ორგანიზებით 2016 წელს შეუერთდა. გასული წლის ფესტივალს დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. NASSA-ს მომართვის შემდეგ, მათ ოფიციალურ საიტზე განთავსებულია ინფორმაცია საქართველოში ჩატრებული ფესტივალისა და მისი მონაწილეების შესახებ, ხოლო სტატიის ბოლოში ქართულად წერია სიტყვა „განათლება.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები