კურიოზი მოხდა ჩემპიონატზე აღმოსავლეთ კანადის კარტინგზე. საფინალო ეტაპზე, რომელიც ონტარიოში წინა კვირას გაიმართა, ერთ-ერთი ავტომობილი წინა ავტომობილს დაეჯახა, თავზე გადაუფრინა და გაუსწრო.
საინტერესო ისაა, რომ ,,მფრინავი’’ მძღოლი მიწაზე დაშვებისას არ დაიბნა და საჭის დამორჩილება შეძლო. მოწინავე პოზიციაზე გადამხტარმა მრბოლელმა, სტაბილურად განაგრძო მოძრაობა.