ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი წარადგინა.
ეს ახალი პრიზია, რომელიც წლის შედეგების მიხედვით საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა. ჯილდომ სახელად მიიღო The Best (საუკეთესო).
ახალი ჯილდოს პირველი გამარჯვებული 9 იანვარს გახდება ცნობილი. ცერემონია ციურიხში გაიმართება. პრიზზე პრეტენზიას აცხადებენ კრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი და ანტუან გრიზმანი. აშკარა ფავორიტი რონალდოა, რომლის გამარჯვებაში ეჭვი თითქმის არავის ეპარება.
ფიფა საუკეთესო ფეხბურთელებს 1991-დან 2009 წლამდე „ბრილიანტის ბურთით“ აჯილდოებდა, 2010-2015 წლებში კი ორგანიზაცია France Football-თან ერთად „ოქროს ბურთს“ არიგებდა.