LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო დანიშნულებები შემოდგომის მოგზაურობისთვის

136
Screenshot 2023-08-25 143224

შემოდგომისთვის დღეები მცირდება, ტემპერატურა იკლებს და ცხოვრების რიტმიც თითქოს უფრო სტაბილურდება. ზაფხულის სეზონის სიგიჟეები ყველას როდი ხიბლავს, ანდაც არიან ისეთი ადამიანებიც ვისაც ზაფხულობით მუშაობა უწევს და ნანატრი შვებულება შემოდგომისთვის უნდა დაგეგმოს. ასეა თუ ისე, შემოდგომის საუკეთესო დანიშნულებების სია ნამდვილად გამოგადგებათ.

უტრეხტი, ნიდერლანდები
შემოდგომის ულამაზესი ფერები უტრეხტის არხებს კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს. რა სჯობს ამ დროს ნავით გასეირნებას, შემდეგ კი რომელიმე ლამაზ კაფეში ფინჯანი ყავის მირთმევას.

თელ-ავივი, ისრაელი
თუკი მაინც მზე და რუჯის მიღება გსურთ, მაშინ თელ-ავივისკენ უნდა გაეშუროთ, სადაც ზაფხული ჯერ ისევ გრძელდება. შემოდგომისთვის ტემპერატურა იდეალურიც კია და დანიშნულება არც გასართობი აქტივობების ნაკლებობას უჩივის.

სევილია, ესპანეთი
აუტანელი სიცხეების გამო სევილიაში ზაფხულის გატარება ნამდვილად არ ღირს, თუმცა თუკი დანიშნულებას 1-2 თვის შემდეგ ეწვევით, არ ინანებთ. ქუჩები ფორთოხლის ყვავილობის სურნელით ივსება და ასეთ დროს ისტორიული ადგილების დათვალიერება კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება.

ტოსკანა, იტალია
შემოდგომისთვის სად უნდა წახვიდეთ, თუ არა იტალიაში. ეს ხომ მოსავლის აღების პერიოდია და აუცილებლად უნდა ეწვიოთ ტოსკანას. ადგილს სადაც დღის განმავლობაში თბილი ტემპერატურა, ღამით სიგრილე, გარშემო კი ულამაზესი ფერები დაგხვდებათ. გასტრო-ტურზე და უგემრიელესი ღვინის დაგემოვნებაზე ხომ სულ აღარაფერს ვამბობთ.

ლისაბონი, პორტუგალია
ცხელი სეზონის შემდეგ მოგზაურობის ერთი დიდი პლუსი დაბალი ფასებია. თუკი ბიუჯეტურ მოგზაურობას ეძებთ, პორტუგალიის დედაქალაქი საუკეთესოა მას შემდეგ რაც ზაფხულის ტურისტებმა ბევრი ფული დახარჯეს და სახლებში წავიდნენ.
მზე ისევ კაშკაშებს, ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსს არ სცდება, სასტუმროები და რესტორნები უამრავ ფასდაკლებას გთავაზობთ. რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი?

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები