ექსპერტებმა ბავშვებთან ერთად სამოგზაუროდ საუკეთესო ავიაკომპანია დაასახელეს. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს დასადგენად მოგზაურთა პორტალმა aviasales-მა 5 ათასამდე მგზავრი გამოკითხა, შემდეგ კი ექსპერტებმა ავიაკომპანიები ერთმანეთს სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით შეადარეს. მათ შორის იყო ფასდაკლება ბილეთებზე, პატარა მგზავრებისთვის განკუთვნილი სპეციალური ადგილი, საბავშვო მენიუ, ხმამაღალი ინციდენტების ნაკლებობა, პატარებზე გათვლილი სპეციალური სერვისები და ა.შ. შედეგად კი საუკეთესოს ტიტული Emirates მიენიჭა. არაბული ავიაგადამზიდის ბორტზე ბავშვების დასაძინებლად საწოლებიც კი დამონტაჟებული და მშობლებს თან საბავშვო ეტლის ატანაც შეუძლიათ. გარდა ამისა, პატარა მგზავრებს სამახსოვრო საჩუქრების გარეშე არასდროს უშვებენ.