LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთთან ავიამიმოსვლა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა აღდგება

104
1601158022-საუდის-არაბეთი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა. მედეა ჯანიაშვილმა და  აბდულა ალ-მუტაირმა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენის შესაძლებლობები განიხილეს.

საუბარი შეეხო პოსტპანდემიურ პერიოდში ორმხრივი ტურისტული ნაკადების აღდგენას, ავიარეისების განახლებას და უსაფრთხო მიმოსვლას.

კოვიდ-პანდემიამდე საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენდა. სპარსეთის ყურის ქვეყნების მსგავსად საუდელი ტურისტები მაღალმხარჯველიანობით გამოირჩევიან. 2019 წელს საქართველოში შემოსულ მოგზაურთა ტოპ -15 ქვეყანას შორის, საუდის არაბეთი მე-12 ადგილზე იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები