LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთში რონალდოს დაჭერა და დეპორტაცია უნდათ: რა დააშავა კრიშტიანომ – ვიდეო

130
WhatsApp-Image-2023-04-19-at-7.56.34-PM

საუდელმა ადვოკატმა ნოუფ ახმედმა განაცხადა, რომ აპირებს მიმართოს ქვეყნის პროკურტურას „ალ ნასრის“ თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს დაკავებისა და დეპორტაციის თაობაზე. მიზეზი ფეხბურთელის უხამსი ჟესტია.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩის შემდეგ საოხრეზე ხელი მოიკიდა ტრიბუნებიდან ლეო მესის სკანდირების საპასუხოდ.

„კრიშტიანოს პროვოცირება რომც მოეხერხებინათ, ეს მის დანაშაულს არ ამართლებს. საჯაროდ უხამსი საქციელი იწვევს დაკავებას და დეპორტაციას, თუ ის უცხოელის მიერ არის ჩადენილი. ამასთან დაკავშირებით პროკურატურაში პეტიციას შევიტანთ“, – დაწერა აღშფოთებულმა იურისტმა სოცქსელებში.

„ალ ნასრი“ ირწმუნება, რომ რონალდომ ეს ჟესტი მაშინ გააკეთა, როდესაც მინდორს ტოვებდა, მატჩის დროს კი საზარდულთან მცირე ტრავმა მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები