LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთში ბარსელონას მაისურები აიკრძალა

31

საუდის არაბეთში ”ბარსელონას” მაისურების ტარება აიკრძალა. კანონის დამრღვევს 15-წლიანი პატიმრობა ან 135 000 ევროს ოდენობის ჯარიმის დაკისრება ემუქრება.

საქმე ისაა, რომ საუდის არაბეთმა ცოტა ხნის წინა დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა ყატართან, ამის მიზეზად კი ყატარის მიერ ტერორისტებთან თანამშრომლობა და მათი დაფინანსება დაასახელა.
როგორც მოგეხსენებათ, ყატარული ავიაკომპანია Qatar Airways კატალონიური გრანდის ყოფილი სპონსორია,საუდის არაბეთში კი არ სურთ, მოქალაქეებმა ატარონ მაისურები, რომლებზეც წარწერა Qatar Airways არის დატანილი.

შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონამ” ყატარულ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ახალ სეზონში კატალონიელთა სპონსორი იაპონური კომპანია Rakuten იქნება.

გასულ კვირაში საუდის არაბეთის გარდა ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით ყატართან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტეს ასევე არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა, ლიბიამ, ეგვიპტემ, იემენმა, ბაჰრეინმა, მავრიტანიამ, მავრიკმა და მალდივის კუნძულებმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები