საუდის არაბეთი აფრთხილებს დონალდ ტრამპს, არ შეამციროს მათი ნავთობის იმპორტი ქვეყანაში, ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, შეაჩეროს ნავთობის იმპორტი საუდის არაბეთიდან და სხვა არაბული ქვეყნებიდან, თუ ისინი არ დაეხმარებოდნენ ამერიკას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში.
„ჩვენს გარეშე საუდის არაბეთი დიდი ხანია, აღარ იარსებებდა,“ – განაცხადა ტრამპმა „ნიუ იორკ თაიმსთან“ მარტში.
მოგვიანებით კი მან აღნიშნა, რომ ამერიკას სრულ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას უზრუნველჰყოფდა და „გაათავისუფლებდა მტრებისა და მათ ნავთობის კარტელებზე დამოკიდებულებისგან“.
ახლა კი, როდესაც დონალდ ტრამპი უკვე აშშ-ს პრეზიდენტია, მისი მუქარა უფრო ყურადსაღები გახდა.
საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრი ხალიდ ალ-ფალიჰმა განაცხადა, რომ მათი ქვეყნიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვა აშშ-სთვის მარტივი არ იქნება და ნებისმიერი პროდუქტის ვაჭრობის აკრძალვა ნორმალური პროცესი არ არის.
არაბმა მინისტრმა, ასევე, დასძინა, რომ „საწვავი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მსოფლიო ეკონომიკისთვის და ამით აშშ ყველაზე მეტ სარგებელს იღებს“.