LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე – რატომ აძლევთ უფლებას საქართველოს ხელისუფლებას გასცენ ბრძანებები, სპეცსამსახურებმა თვალი დახუჭონ ამ ყველაფერზე?: უკრაინის ვიცე-პრემიერი

826
ირინა ვერეშჩუკი

ტელეკომპანია „ფორმულა“ საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდის შეტანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკის კომენტარის სინქრონულ თარგმანს ავრცელებს, რომელიც ტელევიზიამ ახლახან ჩაწერა. 

„ჩვენმა სადაზვერვო სამსახურმა სახალხოდ განაცხადა, დაადანაშაულა რუსეთი და საქართველო, რომ ისინი ჩვენ ზურგს უკან მიმართავენ მოლაპარაკებებს, როგორ გახსნან კონტრაბანდის გზა. საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე.

მე, როგორც ვიცე-პრემიერმა, მინდა, ვიკითხო, ადამიანი, რომელიც იყო დეპუტატი და შედიოდა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფში, რომელიც ყოველთვის დიდ პატივს სცემდა ქართველ ხალხს, ხელისუფლებას, გვესმის 2008 წლის შემდეგ როგორ გავერთიანდით, გავაერთიანეთ ძალისხმევა, გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ევროკავშირისკენ ერთად წავსულიყავით. თუ ეს მართალია და მე არ მაქვს მიზეზი, არ დავუჯეროთ ჩვენს სადაზვერვო სამსახურებს, თუ მათ ამის შესახებ სახალხოდ განაცხადეს, რატომ არის ეს შესაძლებელი?

რატომ აძლევთ უფლებას საქართველოს ხელისუფლებას, გასცენ ბრძანებები, საქართველოს სპეცსამსახურებს, თვალი დახუჭონ ამ ყველაფერზე? თქვენ მელაპარაკებით ქართველი ხალხის სახელით მწუხარებაზე, დიდი მადლობა, მაგრამ რატომ აძლევთ უფლებას თქვენს პრემიერს და თქვენს ხელისუფლებას, რომელსაც, სამწუხაროდ, არ ესმის, მომავალში რა მოხდება, თუ დღეს არ შევაჩერებთ რუსეთსა და პუტინს.

ჩვენ ვართ ნეიტრალურები, ვერ შემოვიტანთ სანქციებს, მოდით გავხსნათ ფრენა – არ არის შესაძლებელი ამ ყველაფრით ლაპარაკი. თქვენ ამან ვერ გადაგარჩინათ 2008-ში და ვერც ახლა გადაგარჩენთ. მე დიდი იმედი მაქვს, ქართველი ხალხი, რომელსაც ქუჩაში ვხედავთ ასობით ათას ადამიანს, რომელიც ომის წინააღმდეგ გამოდიოდა, მათ არ უნდათ საქართველოს ხელისუფლება ასე იქცეოდეს უკრაინასთან მიმართებით“. – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა „ფორმულასთან“ საუბრისას.

უკრაინული მედია: რუსები საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხს აყალიბებენ

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები