LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატყეო უბნის თანამშრომელმა მოქალაქეს ქრთამის სახით 5 000 ლარის ოდენობით თანხა მოსთხოვა – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადება

54
sagamoZiebi samsaxuru

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შიდა ქართლის რეგიონში, ქრთამის აღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ,„ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ერთ-ერთი სატყეო უბნის თანამშრომელმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისი სამოქმედო უბნიდან წიწვოვანი ჯიშის ხის ნერგების უნებართვოდ მოპოვებისა და მათი გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 5 000 ლარის ოდენობით თანხა მოსთხოვა.

მათივე ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები