LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს წითელ წიგნში შესული ცხოველი, არჩვი მოკლეს

129

პანკისის ხეობაში, სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, წითელი ნუსხით დაცული სახეობა, მამალი არჩვი მოკლეს. ორმა პირმა, რომლებიც ზედამხედველობის დეპარტამენტის და კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა, თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვეს.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„პანკისის ხეობაში, ხადორჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გადამოწმების მიზნით, გაჩერებულნი იქნენ მოქალაქეები, რომლებსაც აღმოაჩნდათ რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ჩეზეს მარკის 3 ცალი შაშხანა, სავარაუდოდ საბრძოლო ვაზნებით და ასევე მოკლული და დანაწევრებული 1 ერთეული მამალი არჩვი.

შემდგომი გადამოწმებით დადგინდა, რომ მოქალაქეები ბ.ქ., ა.ბ. და ვ.ნ. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები იყვნენ. ფაქტის გამოვლენის შემდგომ, მათ დაკავებული თანამდებობები, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, არჩვი საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოკვლის შემთხვევაში, გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 30 000 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები