ბრაიან სტიმკემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გზაზე უჩვეულო სიტუაციაა აღბეჭდილი. ტრასაზე ბრაიანმა სატვირთოს მისაბმელში ჩაჭედილი მსუბუქი ავტომობილი შენიშნა, რომელსაც სატვირთო თან მიათრევდა. როდესაც სატვირთო გაჩერდა, მძღოლმა განაცხადა, რომ არც კი შეუმჩნევია, რომ თან მსუბუქი ავტომობილი ”მიჰყავდა”.
როგორც ჩანს, Nissan Maxima-ს მძღოლი მისაბმელს შეეჯახა და პირდაპირ გაგებით მასში გაიჭედა, სატვირთოს მძღოლმა კი ვერაფერი გაიგო და რამდენიმე კილომეტრი ასე იარა. როდესაც ვიდეოს ავტორი ავტომობილს მიუახლოვდა, დაინახა, რომ ”ნისანის” მძღოლი შველას ითხოვდა. ამის შემდეგ ბრაიან სტიმკემ სატვირთოს მძღოლი გააჩერა.