უცნაური შემთხვევა ამერიკაში, მიჩიგანის შტატში მოხდა. როგორც გამოცემა „New York Daily” იუწყება, მაგისტრალზე დაახლოებით 30 ათასი დოლარი მიმოიფანტა.
ფულის ბანკნოტები იმ ყუთიდან გადმოიყარა, რომელიც ავტომობილის ძარაზე იდო. ბუნებრივია, ფული სხვა ავტომობილების მძღოლებმა შეამჩნიეს, გაჩერდნენ და დოლარების დევნა დაიწყეს.
შემთხვევის ადგილთან მალევე პოლიცია მივიდა და დაზარალებულს 2479 დოლარის შეგროვებაში დაეხმარა. დამატებით კიდევ 4000 დოლარამდე გამვლელებმა მოაგროვეს და მფლობელს დაუბრუნეს.
რაც შეეხება დარჩენილ თანხას – სატვირთოს მძღოლს მისი დაბრუნების დიდი იმედი აღარ აქვს.