სატვირთოს საჭესთან ამ დროს ცნობილი რუსი პილოტი ედუარდ ნიკოლაევი იჯდა, „მაზდას“კი ახალ ზელანდიელი მაიკლ უიდეტი მართავდა. დრიფტი სანქტ-პეტერბურგში ერთ-ერთი ქარხნის ტერიტორიაზე გაიმართა. 9 ტონიანი „კამაზი“ სპორტქარზე 8-ჯერ უფრო მძიმეა, მისი ძრავი კი „მაზდას“ აგრეგატზე 5-ჯერ უფრო მოცულობითია. ამასთან, ორივე ავტომობილის სიძლიერე 1000 ცხენის ძალას აღწევს. წყვილში დრიფტი კი მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა.