საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „აიურვედამ“ მიმართა და შემეცნებითი/გასართობი არხის შესაქმნელად კერძო სპეციალიზებული ტელემაუწყებლობაზე ავტორიზაცია მოითხოვა.
კომპანია დღე-ღამეში 6 საათი იმაუწყებლებს ინტერნეტ ტექნოლოგიის და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საშუალებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
კომისიამ შპს „აიურვედას“ განცხადება დააკმაყოფილა, კომპანია მაუწყებლობის დაწყებას მიმდინარე წლის პირველ ოქტომბრამდე გეგმავს.