მობილურ და ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებაზე ურთიერთჩართვის ტარიფები მცირდება. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, ბაზარზე ტარიფები ეტაპობრივად უნდა შემცირდეს. პირველი შემცირება 2018 წლის 1-ელ ივლისს მოხდება, საბოლოოდ შემცირებული ტარიფი კი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.
არსებული ტარიფებით მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის მაქს. ტარიფი, გადასახადების გარეშე, 3,5 თეთრს შეადგენს, 2018 წლის ივლისიდან ზარის წამოწყება, გადასახადების გარეშე – 2,16 თეთრი, 2019 წლის იანვრიდან კი 1,44 თეთრი იქნება.
რაც შეეხება ფიქსირებულ ქსელში ურთიერთჩართვის ტარიფებს, მოქმედი მაქსიმალური ტარიფი წუთზე 2 თეთრს შეადგენს. კომისიის ახალი დადგენილებით, ივლისიდან ზარის წამოწყება, ადგილობრივ დონეზე გადასახადების გარეშე – 1,04 თეთრი, ზარის წამოწყება ტრანზიტულ დონეზე კი 1,05 თეთრი იქნება. 2019 წლის იანვრიდან ზარის წამოწყება ადგილობრივ დონეზე – 0,38 თეთრი, ზარის წამოწყება ტრანზიტულ დონეზე კი 0,41 თეთრი იქნება.
სატელეფონო ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირება სამომხმარებლო ტარიფების გაიაფებას განაპირობებს.