LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწრაფოდ შეცვალეთ საარჩევნო კანონი – პრეზიდენტი

84

ჩემი ყველაზე დიდი მოწოდება და რჩევა ამ პარლამენტისთვის არის, სასწრაფოდ შევცვალოთ საარჩევნო კანონი – ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2012 წელის შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ პოზიტიურად შეიცვალა, თუმცა, ვერ შეიქმნა დემოკრატიული სახელმიწფო სისტემა.

“6 წლის თავზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფომ საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშნელოვანი ნაბიჯი გადადგა, სახელმწიფო აღარ არის მოძალადე, მაგრამ ამ 6 წლის განმავლობაში ჩვენ სამწუხაროდ, შევასუსტეთ ინსტიტუტები და ვერ შევქმენით უფრო დემოკრატიული სახელმიწფო სისტემა, რომელიც უფრო სწრაფად მიებმეოდა ხალხს და საზოგადოებას.

ამ პერიოდში შევედით რეალობაში, რომელშიც ვინც პოლიტიკაში ყოფილხართ, გახსოვთ, შედიოდნენ სხვა პოლიტიკური პარტიებიც, “მოქალაქეთა კავშირი იქნებოდა” ეს, თუ “ნაციონალური მოძრაობა”, როცა ხელისუფლების იმხელა კონცენტრაცია ხდება, რომელიც საშიში ხდება დემოკრატიისთვის, მმართველი პარტიისთვის.

ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ კიდევ ერთხელ დრამატული ცვლილებების ეპოქაში შევიდეთ. საქართველოს ისტორიის მაგალითები უნდა გავითვალისწინოთ და დემოკრატიული პროცესი დღეს უნდა მივცეთ ხალხს.

ჩემი ყველაზე დიდი მოწოდება და რჩევა ამ პარლამენტისთვის არის სასწრაფოდ, სანამ შევიდა ახალი კონსტიტუცია ძალაში, შევცვალოთ საარჩევნო კანონი  და არა 2024 წელს, არამედ დღესვე ვიფიქროთ ამ კანონის ცვლილებაზე და ხელისუფლების გადანაწილებაზე, რომელიც იქნება სერიოზული წინაპირობა ქვეყნის და მმართველი პარტიის სტაბილურობისთვის,”- განაცხადა პრეზიდენტმა.