LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასწრაფოდ მოვამარაგოთ უკრაინა იარაღით” – ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ერთობლივი განცხადება

176
ბალტიის ქვეყნების დროშები

ბალტიის ქვეყნების, ლიეტუვას, ლატვიისა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი განცხადებით, სასწრაფოდ საჭიროა, რომ უკრაინა საბრძოლო მასალითა და ყველა შესაძლო სამხედრო დახმარებით მოამარაგონ.

მინისტრები გმობენ რუსეთის ღია, ფართომასშტაბიან აგრესიას დამოუკიდებელი, მშვიდობიანი და დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ.

კულება რუსეთის წინააღმდეგ მისაღები ზომების სიას აქვეყნებს – რას ითხოვს უკრაინა მსოფლიო საზოგადოებისგან

მათი შეფასებით, ეს ყველა საერთაშორისო ნორმისა და სამართლის აშკარა დარღვევაა.

„საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთს უნდა დაუწესოს ყველაზე მკაცრი სანქციები, მათ შორის, გამოვთიშოთ SWIFT-დან, მოვახდინოთ მისი პოლიტიკური იზოლაცია და მტკიცე დავუჭიროთ მხარი დამოუკიდებელი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩვენ სასწრაფოდ უნდა მოვამარაგოთ უკრაინელი ხალხი იარაღით, საბრძოლო მასალისა და ნებისმიერი შესაძლო სამხედრო დახმარებით. ასევე ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური დახმარებით და ჰუმანიტარული მხარდაჭერით.

ამ რთულ მომენტში ჩვენ უკრაინელ ხალხთან ვდგავართ. ძვირფასო უკრაინელ მეგობრებო, ჩვენ თქვენს ისტორიულ დედაქალაქ კიევში ვართ, მხარს გიჭერთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა აგრესორმა გადაიხადოს უმაღლესი ფასი. თავისუფლება უკრაინას!“ – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, პუტინმა უკრაინისადმი ომის გამოცხადების შემდეგ საჰაერო იერიშთან ერთად, სახმელეთო შეტევაც წამოიწყო. რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ორი სოფელი აიღეს და ლუცკში სატელევიზიო ანძა ააფეთქეს.

ამასთან, უკრაინულმა ძალებმა დონბასში 5 რუსული თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

ამავე თემაზე:

“21-ე საუკუნეში, საზღვრების შესაცვლელად ძალის გამოყენების ადგილი არ არის” – დღეს ევროპის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება

პუტინის მიერ ომის გამოცხადების ვიდეო, 3 დღით ადრე იყო ჩაწერილი

პუტინმა აირჩია ომი, მსოფლიო პასუხს აგებინებს რუსეთს: ჯო ბაიდენი

კიევი საჰაერო თავდასხმის მოლოდინში – დედაქალაქში სირენები ჩაირთო

ევროკავშირი უკრაინაზე თავდასხმას გმობს – “დავაყენებთ კრემლის პასუხისმგებლობას”

ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა 

რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე – ქვეყნის მასშტაბით აფეთქებები და ხანძრებია