LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტიდან“ გამოძახების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

97

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი 17 ოქტომბერს, მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტიდან“ გამოძახების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, 18:24 საათზე, მეტროსადგურტექნიკური უნივერსიტეტიდანმოქალაქემ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. გამოძახების მიზეზად საშუალო ასაკის მამაკაცის უგონო მდგომარეობა დასახელდა. მისამართის მიღებიდან 8 წუთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე იყო. პაციენტს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა ასეთი შემთხვევისთვის პროტოკოლით გათვალისწინებfული ყველა აუცილებელი ღონისძიება. რაც შეეხება ამ ფაქტთან მიმართებაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციას, ამასთან დაკავშირებით თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მიმდინარეობს მოკვლევა,“ – ნათქვამია განცხადებაში.

მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ 45 წლამდე ასაკის მამაკაცი გუშინ გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები