LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწრაფო დახმარების მანქანის დაჯახების შედეგად დაშავებული 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

ავარია

თბილისში, ჭავჭავაძეზე მომხდარი ტრაგედიის გამო, 12 დაშავებულიდან ორი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. დაშავებულთა ნაწილი ამ დრომდე სხვადასხვა კლინიკაში რჩება. 26 წლის კაცი ქალა-ტვინის ტრავმებით ელისაბედ ბლექველის ჰოსპიტალშია მოთავსებული.

რეანიმაციაშია კიდევ ერთი პაციენტი, რომელიც რეგიონულ ჰოსპიტალში წევს.

ტრაგედია თბილისში გუშინ, დილის 8 საათზე მოხდა. სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც კლინიკაში პაციენტი გადაჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მშენებლობაზე დასაქმებულებს შეეჯახა.

მძღოლი, რომელიც სასწრაფოს მანქანას მართავდა, პოლიციამ ერთსაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავა. დაკითხვამდე, ის ალკოტესტზე შეამოწმეს, რის შემდეგაც დადგინდა, რომ მომხდარის დროს არანაირი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა.

მძღოლს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. ის პოლიციამ გუშინვე გამოკითხა, გამოკითხვის შემდეგ კი დააკავეს. მამაკაცი ამ დრომდე რჩება თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, სადაც სამართალდამცველები მეთვალყურეობენ. მას თავის ტვინის შერყევა და გულ-მკერდის არეში დაჟეჟილობა აღენიშნება.

ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლის უყურადღებობა, რამაც ახალგაზრდა მამაკაცი იმსხვერპლა, გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები